ნიკოლოზ ფხალაძე საადვოკატო ბიურო "ფხალაძე და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი პარტნიორი გახლავთ. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები, ადმინისტრაციული სამართალი.

ნიკოლოზი ფლობს ფრანგულ,რუსულ და ინგლისურ ენებს.

2015 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში.
კი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან საკონტაქტო გვერდიდან და შეგირჩევთ მოსახერხებელ დროს.
დიახ, ვახორციელებთ წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში სხვადასხვა ტიპის დავებზე.
ვმუშაობთ სამოქალაქო, სახელშეკრულებო, შრომით, ჯანდაცვის, საოჯახო, საკორპორაციო და სხვა სფეროებში.