სესხის ხელშეკრულების არსი

18.03.2025 - ადამიანი და კანონი

სესხის ხელშეკრულების არსი

სესხის ხელშეკრულება სამოქალაქო ბრუნვაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელშეკრულებაა.

სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

სესხის ხელშეკრულების საგანი არის ფული ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული სხვა ნივთები, რომელთა მახასიათებლები შეიძლება იყოს: ზომა, წონა, მოცულობა და ა.შ. პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ფულის სესხების ურთიერთობები.

მსესხებელი არ არის ვალდებული გამსესხებელს დაუბრუნოს კონკრეტული კუპიურები და მონეტები. მან გამსესხებელს უნდა დაუბრუნოს იმავე ოდენობის თანხა, ანუ გასესხებულ თანხაში იგულისხმება მისი ოდენობა და არა განსაზღვრული ფულადი ნიშნები